ბრაზილიაში ძლიერი წვიმისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ბრაზილიის შტატ სან პაულოში ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პორტალი – G1 ავრცელებს.

სან-პაულოში სტიქია უქმეებზე მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 550-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები, მათგან 338 უსახლკაროდ არის დარჩენილი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სან-პაულოს გუბერნატორი, ტარცისიო დე ფრეიტასი, სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელობასთან ერთად, სან-კრისტობალში იმყოფებოდა, სადაც 50-ზე მეტი სახლი დაინგრა.

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და გაუქმდა კარნავალის პროგრამა, ბრაზილიის არმიამ დაზარალებულ რაიონებში სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა.

დაზარალებულ რაიონებს დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები