ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოზე სარაკეტო იერიში მიიტანა. აფეთქება ირანის სამხედრო ობიექტთან მოხდა. დაიღუპა 5 ადამიანი, კიდევ 15 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters თვითმხილველებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წერტილოვანმა დარტყმამ დედაქალაქის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ რაიონში რამდენიმე შენობა დააზიანა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
The Jerusalem Post ასევე დამატებითი დარტყმების შესახებ იტყობინება. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის ქვეშ მოჰყვა ირანული ძალების შტაბი, აეროდრომი და საწყობები.
ირანული წყარო იტყობინება, რომ დარტყმები ისრაელის თვითმფრინავებმა განახორციელეს, მაგრამ იერუსალიმს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.
ამავდროულად, სირიის ტელერადიომაუწყებლობის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დამასკოს რაიონში იერიში მოიგერია. სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები და ფოტოები ვრცელდება.
غارات جوية تستهدف مواقع بينها مبنى يأوي مقرات تابعة للحرس الثوري الايراني في #كفر_سوسة في #دمشق . اسفرت الغارات عن مقتل قادة من #الحرس_الثوري الايراني ومن #الجهاد_الاسلامي pic.twitter.com/wCZ2K6E3Zq
— مبارك آل عاتي (@mobarakalatty) February 19, 2023