თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პარასკევს, თურქეთში, მაშველთა ჯგუფებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.
მეჩეთებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პანაშვიდები გადაიხადეს თურქეთსა და სირიაში დაღუპულთათვის.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს დილის 4 საათზე მოხდა, ხოლო განმეორებითი ძლიერი ბიძგები მთელი დღის განმავლობაში მეორდებოდა.