ფინეთის პრეზიდენტი: ფინეთის ნატოში გაწევრიანების ბედი ახლა თურქეთის ხელშია

ფინეთის ნატოში გაწევრიანების ბედი ახლა თურქეთის ხელშია, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა.

გასული წლის მაისში ფინეთმა და შვედეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეიტანეს, თუმცა, ალიანსის წევრი თურქეთი მათ წევრობას ეწინააღმდეგება და სკანდინავიურ ქვეყნებს ქურთი ტერორისტული დაჯგუფებებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს.

„ეს არის ჩვენი ნების გამოხატულება. თურქეთის პოზიცია ჩვენი ნების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის ხელშია“, – განუცხადა ნიინისტომ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები