ახლა რუსეთთან დიალოგის დრო არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკრონის თქმით, მხოლოდ უკრაინის კონტრშეტევას შეუძლია შემდგომში დაუშვას „სანდო მოლაპარაკებები, რომლებიც განსაზღვრული იქნება უკრაინის, მისი ხელისუფლებისა და მისი ხალხის მიერ“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერონ, რათა ქვეყანას კონტრშეტევაში დაეხმარონ.