„ჩვენ ეს უფრო სწრაფად შეგვიძლია“ – ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომში გამარჯვებას ერთი წლის განმავლობაში მიაღწევს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის სწრაფი გამარჯვება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებით რეალურია.

როგორც მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინა არ წავა დათმობებზე რუსეთის მიერ 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის დროს.

„უკრაინის ყველა ქალაქის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს!“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რეალური მიზანია უკრაინის სწრაფი გათავისუფლება, „ისე, რომ მომავალ წელს ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს მიუნხენში ომის შემდგომ უსაფრთხოების პირველ კონფერენციაზე, თავისუფალი უკრაინის, თავისუფალი ევროპის, თავისუფალი სამყაროს პირობებში“.

სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ ახლა პრიორიტეტი უკრაინისთვის დახმარების გაწევის სისწრაფეა, რადგან პუტინი „იმედოვნებს, რომ დახმარება შენელდება და მსოფლიოს მხარდაჭერა გაიყოფა“, რამაც შეიძლება მსოფლიოში „ომის დაღლილობა“ გამოიწვიოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ომის გახანგრძლივება ნიშნავს დიდ ნგრევას, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები