“უკრაინა არ იქნება პუტინის “ბოლო გაჩერება” – ზელენსკი მიუნხენის კონფერენციის გახსნაზე

მიუნხენში დღეს უსაფრთხოების კონფერენცია დაიწყო, რომელიც 19 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

კონფერენციის მონაწილეებს ვიდეოჩართვით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა, რომელშიც მან ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხება შეცდომა იქნებოდა.

“იმ დროს, როდესაც დასავლეთი ტანკების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, კრემლი ფიქრობს, როგორ „დაახრჩოს“ მოლდოვა. გაჭიანურება ყოველთვის იყო და რჩება შეცდომად”, – თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა არ იქნება ვლადიმერ პუტინის ბოლო “გაჩერება” და ის უფრო შორს წავა – ყოფილი სსრკ-ის სხვა ქვეყნებში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამჟამად პრიორიტეტი უკრაინისთვის დახმარების გაწევის სისწრაფეშია, მისივე თქმით, ომის გახანგრძლივება დიდ ნგრევას ნიშნავს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ უკრაინაში.

“ცნობილია, რომ ისინი ყოველდღიურად ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს. ჩვენ გვესმის, რომ ამ ომის შემდეგ, დონბასიდან აღარაფერი დარჩება – ვსაუბრობ ხალხზე და ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ, თუ ჩვენ მოვასწრებთ, პარტნიორებთან ერთად, უკრაინა გაცილებით ძლიერი გავხადოთ, ამ ტერიტორიების დეოკუპაციას შევძლებთ. თუ პროცესები შენელდება, მაშინ დონბასის მთლიანად განადგურების რისკი არსებობს, თუმცა, ყველაფრის დეოკუპაციას მერეც შევძლებთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები