“გაზპრომის” სტრატეგიულ კომპლექსად შენარჩუნება სწორი იყო” – პუტინი

„გაზპრომის“ ერთიან სტრატეგიულ კომპლექსად შენარჩუნების გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა თანამშრომლებს 30 წლის იუბილე მიულოცა და თქვა, რომ „გაზპრომი“, როგორც დამოუკიდებელი კომპანია, ქვეყნისთვის რთულ პერიოდში შეიქმნა.

”გადაწყვეტილება, შეგვენარჩუნებინა მისი ერთიანი, მთლიანი კომპლექსი, სტრატეგიულად სწორი აღმოჩნდა. “გაზპრომი” ვითარდებოდა, მხარს უჭერდა ბევრ სხვა დარგს, მთელ რეგიონებს, ამ რეგიონების სოციალურ სფეროს და გახდა ეკონომიკური აღორძინებისა და ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები