ხორვატიაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ხორვატიაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება.

აღნიშნულია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კრკიდან აღმოსავლეთით, 4 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები