მერიას დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში ფინანსური პოლიცია შევიდა
თბილისის მერიას დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში ფინანსური პოლიცია შევიდა. სამართალდამცველები დამკრძალავი ბიურო „ჰერმესის“ გარდა, მერიას დაქვემდებარებულ კიდევ 12 სხვა ორგანიზაციას ამოწმებენ.
მათ შორის, ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღეს „ლოგოს“ და „უძრავი ქონება თბილისის“ ოფისებიდან.
„ჰერმესის“ საქმეზე კი გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. საქმე ეხება გადასახადებისგან თავის არიდებას და მითვისება-გაფლანგვას.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რევიზია დედაქალაქის მერის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.