პროკურორი – ეკა გიგაურმა დაგვიდასტურა, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში
“გამოძიების ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად,“- ამის შესახებ, პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვებზე საუბრისას აცხადებს.
“გამოძიების ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად, და სწორედ ამ ფარგლებში დაისვა დღეს რა თქმა უნდა, კითხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში მან [ეკა გიგაურმა] დაგვიდასტურა ის, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში და ასევე, გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს უშუალოდ აქციისთვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული”, – აცხადებს პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი.