700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ცნობისთვის, შპს “ფინის” დირექტორს 2022-24 წლებში უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კი დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები