ირაკლი კობახიძე: ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის არაოფიციალური უწყისით იღებდა ხელფასს.

„ჩვენ გვირჩიეს მისთვის ხელფასის გაზრდა, გვირჩია კონკრეტულმა ადამიანმა. გვითხრეს, რომ კონკრეტული, არაოფიციალური უწყისით იღებდა ხელფასს. ეს არ იყო ბიუჯეტის ფული, ეს იყო არაფორმალური უწყისი და მაგიტომ შეიძლება, არ მიეცეს ქრთამის კვალიფიკაცია. ჩვენ გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები