რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ლვოვის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს.
ამის შესახებ ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ “ტელეგრამში” დაწერა.
მისი ინფორმაციით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია კი უკვე მოხერხდა.