ენტონი ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთს ეწვევა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენი ჯერ ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ესტუმრება, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს და სხვა თურქ მაღალჩინოსნებს შეხვდება.
დიპლომატები სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნისთვის შემდგომი დახმარების გაწევასა და ორი ქვეყნის პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.