თურქეთში მიწისძვრის შედეგად შენობების მასშტაბური ნგრევის მიზეზი დაასახელეს

თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, მურათ ქურუმმა განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების უმეტესობა 1999 წლის, იზმითის მიწისძვრამდე იყო აშენებული და ვერ გაუძლეს საინჟინრო კომუნიკაციებს, ნიადაგსა და ნიადაგის გათხევადებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მისი ინფორმაციით, 1999 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც 18 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თურქეთმა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის წესებს გადახედა. კერძოდ, 2007 წელს მიღებულ იქნა სახლების მშენებლობის კოდექსი, მიწისძვრისგან დაცვისთვის აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით.

„დანგრეული შენობების 98% 1999 წლამდე აშენდა. შენობების უმეტესობა დაინგრა ნიადაგის, ნიადაგის გათხევადების და საინჟინრო სამსახურების არარსებობის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქალაქის საჭიროებების გათვალისწინებით როგორც მიწის კვლევისას, ასევე, მშენებლობისთვის ახალი ადგილების იდენტიფიცირებისას“, – ციტირებს მინისტრს გაზეთი Yeni Şafak.

ადგილობრივი ექსპერტების აზრით, თურქეთის მოსახლეობის, დაახლოებით, 70% სეისმურ ზონებში ცხოვრობს.

როგორც სეისმოლოგიის პროფესორმა, სტამბოლის მერიის მიწისძვრების საკითხებში მეცნიერთა საბჭოს წევრმა, ჰალუქ ეიდოღანმა განაცხადა, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 6 თებერვლის შემდეგ, მთლიანად ჩამონგრეული სახლების გვერდით არის შენობები, რომლებიც საერთოდ არ დაზიანებულა. მისი თქმით, ახლა საჭიროა ახსნა: როგორ არის ეს შესაძლებელი, თუ სახლები ერთსა და იმავე ნიადაგზე, საძირკველზეა აგებული, მაგრამ ერთი იშლება, მეორე კი სტიქიისგან ხელუხლებელი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები