სომხეთმა თურქეთში კიდევ ერთი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
სომხეთმა მიწისძვრებით დაზარალებულ თურქეთს ჰუმანიტარული დახმარების მეორე პარტია გაუგზავნა.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ვაჰან ჰუნანიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთი აგრძელებს თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.
„გუშინ გვიან ღამით, ჰუმანიტარული დახმარების მეორე პარტიით დატვირთულმა სატვირთოებმა, სომხეთ-თურქეთის საზღვარი მარგარას ხიდზე გადაკვეთეს“, – დაწერა ჰუნანიანმა Twitter-ზე.
დღეს, 15 თებერვალს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი თურქეთს ეწვევა. ის შეხვდება სომხეთის სამძებრო-სამაშველო ჯგუფს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში იმყოფება და ასევე თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართავს მოლაპარაკებებს.