თურქეთის პროვინცია ადიამანში, მიწისძვრიდან 212 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 77 წლის ქალი ცოცხალი ამოიყვანეს.
ფატმა გუნგიორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35 ათას ადამიანს გადააჭარბა. 105 505 მოქალაქე დაშავდა.