თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35 418-მდე გაიზარდა

თურქეთ-სირიის საზღვართან 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35 418-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ გვიან ღამით ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ, სატელევიზიო მიმართვაში თქვა.

მისივე თქმით, კიდევ 105 505 მოქალაქე დაშავდა.

ერდოღანის თქმით, ამჟამად, მკურნალობას 13 208 ადამიანი აგრძელებს.

როგორც მან აღნიშნა,, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო და სხვა სამუშაოებში, დაახლოებით, 250 000 საჯარო მოხელეა ჩართული.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანები იქნებიან.

სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ მომავალი თვიდან დაზარალებულთათვის 30 000 სახლის მშენებლობა დაიწყება. მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლება აპირებს, ერთი წლის განმავლობაში დაასრულოს მაღალი ხარისხის და უსაფრთხო შენობების მშენებლობა.

ერდოღანის თქმით, მიწისძვრით დაზარალებული, 1,6 მილიონი ადამიანის საბინაო საკითხი ამჟამად დაკმაყოფილებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები