მოლდოვამ საჰაერო სივრცე დროებით დახურა

მოლდოვამ თავისი საჰაერო სივრცე დროებით დახურა.

ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანია Air Moldova სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მგზავრებო, ამ წუთებში მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დახურულია. ველოდებით ფრენების განახლებას“, – წერს ავიაკომპანია.

ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ საჰაერო სივრცის დახურვა, სავარაუდოდ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო მოხდა, რადგან კიშინიოვის აეროპორტის მახლობლად დრონების დიდი რაოდენობა შენიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები