პოლონეთის საგარეო უწყებიდან ყველა თანამშრომელი, რომელსაც МГИМО აქვს დამთავრებული, დაითხოვეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა თანამშრომელი, რომელსაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) აქვს დამთავრებული, სამსახურიდან დაითხოვა.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ გაზეთ Polska Codziennie-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა და დააკონკრეტა, რომ პოლონური დიპლომატია, დაახლოებით, ორი თვეა, რაც „რუსული მგიმო-სგან არის თავისუფალი”.
“მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი იყო ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის საქმიანობაში. ეს არის საბჭოთა რბილი ძალის ნაწილი. კურსდამთავრებულებს უნდა ემსახურათ ამ იმპერიის სახელმწიფო გონებისთვის. ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დახურვა, რომელიც, ფართო გაგებით, დეკომუნიზაციის ნაწილია”, – თქვა მინისტრმა.