თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31 974-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში (AFAD) განაცხადეს.
უწყების ინფორმაციითვე, 195 962 დაზარალებული სხვა რეგიონშია გადაყვანილი.
80 200 ათასზე მეტი ადამიანი დაშავებულია.