კრემლში აცხადებენ, რომ ნატო რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატო ყოველდღიურად ავლენს თავის მტრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და სულ უფრო ერთვება უკრაინის კონფლიქტში.

„ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ მიმართ მტრულად არის განწყობილი და რომელიც ამ მტრობას ყოველდღე ადასტურებს. ის ცდილობს, მაქსიმალურად მკაფიოდ გამოხატოს თავისი მონაწილეობა უკრაინის ირგვლივ არსებულ კონფლიქტში”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები