კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვის გასაძლიერებლად ნატო საკოორდინაციო ჯგუფს ქმნის
ნატო შექმნის საკოორდინაციო ჯგუფს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის გასაძლიერებლად.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს მუშაობას ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ზომებზე, რომლის ერთ-ერთი სფეროა კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვა.
“ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ ახალი საკოორდინაციო ჯგუფი ნატოს შტაბ-ბინაში, რომ შევადგინოთ ჩვენი მგრძნობიარე ადგილების რუკა და შესაბამის მრეწველობასთან ვითანამშრომლოთ. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ძალისხმევას კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენებისთვის საფრთხის თავიდან აცილებისა და წინააღმდეგობის გაწევის საკითხში”, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მანვე აღნიშნა, რომ “ნატო-ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, მდგრადობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებზე ევროკავშირთან ვითანამშრომლებთ“.