“უკრაინაში ომის გამო, ნატოს ქვეყნებში საბრძოლო მასალის მარაგი იწურება, უნდა გაიზარდოს წარმოება” – სტოლტენბერგი

უკრაინის ომის გამო, მოკავშირეთა ქვეყნების საბრძოლო მარაგი იწურება, წარმოების ტემპები ხარჯვის მაჩვენებელს ვერ ეწევა.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინაში საბრძოლო მასალის მოხმარების ამჟამინდელი მაჩვენებელი ბევრჯერ აღემატება ჩვენს ამჟამინდელ წარმოების მაჩვენებელს. მაგალითად, დიდი კალიბრის საბრძოლო მასალის მოლოდინის დრო 12-დან 28 თვემდე გაიზარდა. დღეს გაკეთებული შეკვეთების მიწოდება მხოლოდ 2,5 წლის შემდეგ მოხდება. ჩვენ უნდა გავზარდოთ წარმოება და წარმოების ძალა“, – განაცხადა მან.

ამავე დროს, გამოხატული შეშფოთება არ აუქმებს ნატოს ვალდებულებას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები