“თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მძევლების აყვანა” – მაია სანდუმ რუსეთი მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუსეთი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც მოლდოვაში დესტაბილიზაციას ითვალისწინებს, რაც მოგვიანებით მოლდოვის დაზვერვამაც დაადასტურა.

სანდუმ დღეს განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ გადაცემული გეგმა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლების შეცვლას გულისხმობდა.

“ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამხედროების მონაწილეობით. ისინი გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის, თავდასხმებს ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტზე და მძევლების აყვანას”, – თქვა სანდუმ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გეგმა მოიცავდა მოლდოვაში რუსეთის, მონტენეგროს, ბელარუსის და სერბეთის მოქალაქეების შესვლას, რომლებიც საპროტესტო მუხტის პროვოცირებას შეეცდებოდნენ „ლეგიტიმური ხელისუფლების რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად უკანონო მთავრობაზე შეცვლით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები