“ევროკავშირსა და ევროზონაში რეცესიას პროგნოზირებენ” – ჯენტილიონი ამბობს, რომ ეს იმაზე უკეთესი სურათია, ვიდრე მოსალოდნელი იყო

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი და ევროზონა ვერ შეძლებენ რეცესიის შეკავებას, ევროკავშირში მშპ-ის ზრდა 0.8%-ის ნიშნულზე იქნება, ხოლო ევროზონაში – 0.9%-ის.

როგორც ეკონომიკის საკითხში ევროკომისარმა, პაოლო ჯენტილიონიმ თქვა, „კარგი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის ეკონომიკამ 2023 წლის დაწყება იმაზე უკეთესად შეძლო, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუმცა, იმ რეცესიის აცილება გაუჭირდება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომას იყო პროგნოზირებული”.

ევროკავშირისთვის ინფლაციის პროგნოზი ოდნავ შეიცვალა – 2023 წელს ის 6,4%-მდეა მოსალოდნელი, მაშინ როდესაც შემოდგომაზე ექსპერტები 6,1%-ს ვარაუდობდნენ, ევროზონაში ინფლაცია 5,6%-მდე შემცირდება.

ამასთანავე, ევროკომისიამ მსოფლიოსთვის ზრდის პროგნოზი ოდნავ შეცვალა – 2023 წელს დანარჩენ მსოფლიოში ზრდა – 3%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო შემოდგომის პროგნოზში 2,9%-ით ზრდა იყო ნავარაუდევი.

ჯამურად, ამ პროგნოზის წარდგენისას ჯენტილონიმ თქვა, რომ ის “ფრთხილად ოპტიმისტურია”.

„ჩვენ იმაზე უკეთესი პროგნოზი გვაქვს, ვიდრე ველოდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი სურათი გვაქვს. წელიწადში 1%-ზე დაბალი ზრდა გვაქვს და ინფლაცია კვლავ მაღალია. მაგრამ მთავარია, რომ კატასტროფული სცენარები არ განვითარებულა, რომელიც გასული წლის ზაფხულში ჟღერდებოდა, როგორიცაა სტაგფლაცია, ბლექაუთი და ასე შემდეგ. სრულად ვართ ერთგული ევროპაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში ჩვენი ვალდებულებების მიმართ და, ამავდროულად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევძელით რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, თუმცა, ზომიერი ამინდის დახმარებითაც კი“, – თქვა ჯენტილიონიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები