მამუკა მდინარაძე – სააკაშვილზე: გამოჩნდა, რომ თითოეული ფრაზისა და სტატიის უკან იდგა დიდი ფული, რომელსაც შემდეგ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილებაში არსებული ქართული მედიასაშუალებები აპიარებდნენ და კარგად იყენებდნენ
გარდა იმისა, რომ მასშტაბური კოორდინაცია იყო, გამოჩნდა, რომ თითოეული ფრაზისა და სტატიის უკან იდგა დიდი ფული, რომელსაც შემდეგ ქართული მედიასაშუალებები, „ნაცმოძრაობის“ კუთვნილებაში რაც არის, აპიარებდნენ და კარგად იყენებდნენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„გარდა იმისა, რომ მასშტაბური კოორდინაცია იყო, გამოჩნდა, რომ თითოეული ფრაზისა და სტატიის უკან იდგა დიდი ფული, რომელსაც შემდეგ ქართული მედიასაშუალებები, „ნაცმოძრაობის“ კუთვნილებაში რაც არის, აპიარებდნენ და კარგად იყენებდნენ. ეს ფული მარტო იმაში კი არ იხდებოდა, რომ უცხოეთში საქართველოს იმიჯი დაზიანებულიყო, ეს თავისთავად, არამედ იმაში, რომ შიდა ბაზრისთვის ეს შეკვეთილი რაღაც სტატია, რომელშიც 10, 20 და 30 ათასი დოლარი იყო გადახდილი, გაპიარებულიყო, რომ არ მინდა კონკრეტული მედიასაშუალება დავასახელო, ეს ავტორიტეტული გაზეთი, ჟურნალისტი წერს ამას. ამისთვის იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.