ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება

საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება. მინისტრი არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩაიხერგა დევდორაკის ხეობა და დარიალჰესის გვირაბი. ამ დროისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 პიროვნება, რომელიც გვირაბში სამუშაოებს აწარმოებდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სრული შემადგენლობა მობილიზებულია დარიალის ხეობაში.
მდინარე თერგის წყალი გადაკეტილია და გვირაბის ზედა ნაწილში მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშოები. გვირაბის ქვედა ნაწილში მძიმე ტექნიკის საშუალებით დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები