დაღესტანში, მაღაზიების ნაწილში ქალებს სუნამოების შეძენა აეკრძალათ
დაღესტანში პარფიუმერიული მაღაზიების ნაწილში ქალებს სუნამოების შეძენა აუკრძალეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ. მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზად პარფიუმერიის მაღაზიები რელიგიურ მოტივებს ასახელებენ: “ჩვენ არ ვყიდით სუნამოებს ქალებზე, რომლებიც საზოგადოებაში სუნამოს არომატით ჩნდებიან. ალაჰი ამბობს: “ნებისმიერი ქალი, რომელიც სუნამოს იყენებს, ხალხში გაივლის და ისინი მის სურნელს შეიგრძნობენ, მრუშია”, – წერია მაღაზიებში გავრცელებულ საინფორმაციო ბანერებზე.