ბათუმში, ხუთსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე ერთი ბინა და სხვენი დაიწვა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.