ორმა ამერიკულმა და ერთმა ჩინურმა კომპანიამ ვენესუელას მეზობელ გაიანაში ნავთობიდან 10.4 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მიიღო, სახელმწიფოს კი საკუთარ ნავთობში მხოლოდ 2.57 მილიარდი დოლარი დარჩა
კომპანიების მიხედვით მოგების განაწილება ასე გამოიყურება:
– ExxonMobil: 4.7 მილიარდი აშშ დოლარი
– Hess: 3.1 მილიარდი აშშ დოლარი
– CNOOC: 2.5 მილიარდი აშშ დოლარი
Exxon-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმის ნავთობის მოპოვება 2024 წლის პირველ კვარტალში წლიურად 3%-ით გაიზარდა და დღეში 631,000 ბარელს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ უახლეს პერიოდში წარმოება 900,000 ბარელს გადააჭარბებს.
კონსორციუმისთვის გაიანა ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბაზრად რჩება, რაც განპირობებულია დაბალი როიალტებით და საგადასახადო ტვირთით.
ამავე დროს, გაიანას ნავთობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2024 წელს დაახლოებით 2.57 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 348 მილიონი დოლარი მოდის ნედლი ნავთობის მთლიანი წარმოებიდან დაწესებულ 2%-იან როიალტიზე, ხოლო დანარჩენი თანხა მოდის იმ ნავთობის გაყიდვიდან, რომელიც მოგების განაწილების ფარგლებში სახელმწიფოს ეკუთვნის.
ნავთობის წარმოების დაწყებიდან 2019 წლიდან დღემდე, გაიანამ დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარი დააგროვა.
Exxon-ის, Hess-ისა და CNOOC-ის შემოსავლების მკვეთრი ზრდა განპირობებულია სტაბილური წარმოების ზრდითა და ახალი საბადოების ეტაპობრივი ამოქმედებით, რაც ქვეყანას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ნავთობმწარმოებლად აქცევს.
წყარო: spnews