გიორგი ჯინჭარაძე: შობა არის იმედის, სიყვარულისა და ერთობის დღე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

“ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა ილორის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა – მამა ლევან ჯანაშიამ აღავლინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„შობა არის იმედის, სიყვარულისა და ერთობის დღე. ამ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის და თითოეული თანამემამულის ღირსეული მომავლისთვის. გვწამს, რომ რწმენით, ერთობითა და მოთმინებით შევძლებთ უკეთესი მომავლის აშენებას“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები