კახა კალაძე – ფანჯრებთან ანთებული სანთლები სიმბოლოა ჩვენს გულებში შემოსული სინათლისა და უფლის რწმენის, რაზეც დგას საქართველო, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს. პოსტს თბილისის მერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„შობას გილოცავთ!
უფალი იშვა და მასთან ერთად იშვა იმედი ხსნის, სიკეთისა და სიყვარულის მარადიულობის.
საშობაო ტრადიციად ქცეული, ფანჯრებთან ანთებული სანთლები სიმბოლოა ჩვენს გულებში შემოსული სინათლისა და უფლის რწმენის, რაზეც დგას საქართველო.
დაე, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს!
გილოცავთ!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.