„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ვენესუელის დროებითი ხელისუფლება შეერთებულ შტატებს გადასცემს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მაღალი ხარისხის სანქცირებულ ნავთობს” – ტრამპი
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ვენესუელის დროებითი ხელისუფლება შეერთებულ შტატებს გადასცემს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მაღალი ხარისხის სანქცირებულ ნავთობს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს.
როგორც ტრამპი განმარტავს, ეს ნავთობი გაიყიდება საბაზრო ფასად.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ვენესუელის დროებითი ხელისუფლება შეერთებულ შტატებს გადასცემს 30-დან 50 მილიონ ბარელამდე მაღალი ხარისხის სანქცირებულ ნავთობს. ეს ნავთობი გაიყიდება საბაზრო ფასად, ხოლო ამ თანხას მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გავაკონტროლებ, რათა უზრუნველვყოთ, რომ იგი გამოყენებული იქნეს ვენესუელისა და შეერთებული შტატების ხალხების სასარგებლოდ! აღნიშნული გეგმის დაუყოვნებლივ განხორციელება ენერგეტიკის მდივანს, კრის რაითს დავავალე. მას გემებზე დატვირთავენ და დასაცლელად შეერთებული შტატების ნავსადგურებში ჩაიტანენ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.