თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 24 000-ს მიაღწია

A man walks among the debris of collapsed buildings in Hatay, southern Turkey, Thursday, Feb. 9, 2023. Emergency crews made a series of dramatic rescues in Turkey on Friday, pulling several people, some almost unscathed, from the rubble, four days after a catastrophic earthquake killed more than 20,000. (AP Photo/Can Ozer)

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23 831-ს მიაღწია. ინფორმაციას CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 20 318-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 052-ია.

სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 3 513 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 166 მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და 1 347 – სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები