თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23 726-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე 20 213-ს შეადგენს, ხოლო დაშავებულია 80 052 ადამიანი.

რაც შეეხება სირიას, აქ დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 384-ს მიაღწია.

სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 1 347 პირი მიწისძვრას მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ემსხვერპლა, ხოლო 2 166 ადამიანი ოპოზიციურ, სირიის სამოქალაქო თავდაცვას დაქვემდებარებულ რაიონებში გარდაიცვალა.

ქვეყანაში დაშავებულთა საერთო რაოდენობა 5 245-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები