„არსებობს სწორი და არასწორი, რუსეთი არასწორია“ – სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ბოლო თავდასხმები დაგმო, რამაც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა.

„დარტყმები არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ რუსეთი უკრაინის სრული განადგურებისკენ ისწრაფვის“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

მისი თქმით, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები და ირანული წარმოების დრონები არა მხოლოდ სატრანსფორმატორო სადგურების, არამედ თბოგენერაციის სადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგაც გაუშვეს.

„ეს არის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაზიანება, რომელიც უკრაინელებს ზამთარში აცოცხლებს. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ რუსეთი უკრაინის სრულ განადგურებას ცდილობს. მათ ფაქტობრივად, უკრაინაში სიბნელის შემოტანა სურთ. არსებობს სწორი და არასწორი, და რუსეთი არასწორია“, – დასძინა პატელმა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა რუსეთის მიერ გამოშვებული 71 ფრთოსანი რაკეტიდან 61 ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები