თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19 388-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ მალათაიაში ჩასულმა ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაზარალებულია 77 711 მოქალაქე.
ერდოღანის თქმით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში 141 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, მათ შორის არიან სხვა ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები.