ბერი იოანე მეწყერის ჩამოწოლას, “კაზანტიპის” ფესტივალს უკავშირებს

ბერი იოანე დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლას კაზანტიპის ფესტივალს უკავშირებს. განცხადებას სასულიერო პირი სოციალურ ქსელში აკეთებს. “ორი საათიც არ იყო გასული ამ საძაგელი ფესტივალის დაწყებიდან და განსაცდელმაც არ დააყოვნა. დევდორაკზე დარიალის ხეობაში ზვავი ისევ ჩამოწვა და სავარაუდოდ უფრო დიდი. ცნობისათვის წინა 17 მაისს მოხდა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება დამთხვევაა მხოლოდ მაგრამ, როდემდე იქნებით ასე დამთხვეულები ნეტავ. უფალმა იხსნას განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანები. ამინ”, – წერს ფეისბუქზე ბერი იოანე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები