პუტინი ფედერალურ სათათბიროს 21 თებერვალს მიმართავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფედერალურ სათათბიროს 21 თებერვალს მიმართავს.

ამის შესახებ მედიას მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

მისი თქმით, პუტინი მიმართვაში ყურადღება გაამახვილებს “სპეცოპერაციაზე”, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროზე. ღონისძიებაზე შესაძლოა, საომარი მოქმედებების მონაწილეები იყვნენ მიწეულნი.

ღიად რჩება უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის საკითხი.

მანამდე, მედია წერდა, რომ 22 თებერვალს ლუჟნიკებში აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელზეც, სავარაუდოდ, პუტინიც გამოვა სიტყვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები