“რუსულმა რაკეტებმა ნატო-ს ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს” – ვალერი ზალუჟნი

რუმინეთის და მოლდოვას საჰაერო სივრცეს უკრაინის მიმართულებით გასროლილმა ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ – “კალიბრმა” გადაუფრინა.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან იყო გაშვებული.

საჰაერო სივრცის დარღვევა;მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.

მათი ინფორმაციით, რაკეტამ გადაუფრინა სოფელ მოკრას, შემდეგ კი – კოსაუცეს.

„თავდაცვის სამინისტრო, ქვეყნის სხვა სტრუქტურებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება რეგიონში არსებულ ვითარებას და მკაცრად გმობს მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევას“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები