აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონმა 2023 წლის 8 აგვისტომდე სირიას სანქციები მოუხსნა, რომ მოხდეს ქვეყნის დახმარება მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლის საკითხში.
საუბარია თანხების შეგროვებასა და სირიისთვის გადაცემაზე.
დაზუსტებულია, რომ ნავთობთან დაკავშირებული ტრანზაქციები, სანქცირებულ პირებსა და სირიის მთავრობასთან ურთიერთობა ისევ აკრძალულია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლება თურქეთისა და სირიის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 85 მილიონ დოლარს გამოყოფს.