მიწისძვრის შედეგად ობლად დარჩენილი სირიელი ბავშვები რეაბილიტაციას აფხაზეთის სანატორიუმებში გაივლიან – ბჟანია ასადს ესაუბრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სირიის რეჟიმის ხელმძღვანე ბაშარ ასადთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროს მიწისძვრასა და დიდ მსხვერპლთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.

ბჟანაიმ ასადს დახმარება შესთავაზა.

გადაწყდა, რომ მიწისძვრის შედეგად ობლად დარჩენილი ბავშვები “აფხაზეთის სანატორიუმებში გაივლიან რეაბილიტაციას”.

ასევე, დე ფაქტო პრემიერმინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს დაევალა სირიისა და თურქეთის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ღონისძიებების ორგანიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები