მეცნიერები: ჩინეთში COVID-19-ის ბოლოდროინდელ აფეთქებას ახალი შტამების გაჩენა არ გამოუწვევია

ჩინეთში COVID-19-ის ბოლოდროინდელ აფეთქებას, ახალი შტამების გაჩენა არ მოჰყოლია.

ამის შესახებ SkyNews-ი მეცნიერების განახლებულ ანალიზზე დაყრდნობით იტყობინება.

2022 წლის ბოლოს ჩინეთში საპროტესტო აქციების ფონზე „ნულოვანი კოვიდპოლიტიკა“ გამოცხადდა, რის გამოც, დაავადების მკვეთრი აფეთქება მოხდა, რამაც ერთ თვეში, ოფიციალური მონაცემებით, თითქმის 60 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მეცნიერთა ანალიზის თანახმად, ჩინეთში ამჟამად Omicron-ის ორი ქვევარიანტი ცირკულირებს – BA.5.2 და BF.7.

​როგორც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ჯორჯ გაომ თქვა, ”იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას ახდენდა ახალი ვარიანტები პანდემიის მიმდინარეობაზე, მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, გაჩნდა თუ არა ახალი შტამები ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გამოცხადების შემდეგ”.

”ანალიზმა აჩვენა, რომ პეკინში, და დიდი ალბათობით ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე, ბოლოდროინდელი კოვიდაფეთქება გამოწვეული იყო​ Omicron-ის ორი ცნობილი ქვესახეობით, ახალი შტამები არ გაჩენილა”,- თქვა მან.

მეცნიერმა დასძინა, რომ ჩინეთში COVID-19-ის მასშტაბური გავრცელების გამო, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებმა გააგრძელონ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგი, “რათა ნებისმიერი ახალი ვარიანტი, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს, რაც შეიძლება ადრე გამოვლინდეს.”

დასკვნა ჟურნალ The Lancet journal-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები