ქუთაისის დოკუმენტების რესტავრაციის ახალგახსნილ ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდა ლახამულას თემში დაცულ ოთხთავს
ქუთაისის ცენტრალურ არქივში თანამედროვე აპარატურით, ინვენტარითა და სარესტავრაციო მასალით აღჭურვილი დოკუმენტების რესტავრაციის ახალგახსნილ ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდა მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას თემში დაცულ XII საუკუნის ოთხთავს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის თემში დაცული IX-XII საუკუნეების ქურაშის სახარების რესტავრაცია.
„იზრდება საარქივო ინფრასტრუქტურა, მიმდინარე წელს დაიწყება შიდა ქართლის რეგიონული არქივის მშენებლობა და აქ გორის, კასპის, ხაშურის, ქარელის მუნიციპალიტეტების საარქივო დოკუმენტები შეინახება. დაიწყება მცხეთა-მთიანეთის რეგიონული არქივის პროექტირება. არქივში თავს მოიყრის ყაზბეგის, მცხეთის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების საარქივო დოკუმენტები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.