დავით მათიკაშვილი: თუ ევროკავშირი არ დაუბრუნდება იმ საწყისებს, რომლის მიხედვითაც თავის დროზე შეიქმნა, მასში გაწევრების მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება
“თუ ევროკავშირი არ დაუბრუნდება იმ საწყისებს, რომლის მიხედვითაც თავის დროზე შეიქმნა, მასში გაწევრების მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ამ უსამართლო თავდასხმას შეიძლება ერთი პასუხი გაეცეს, თუ არ დაუბრუნდება ევროკავშირი და ევრო ბიუროკრატია იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი, თუ არ გახდება ევროკავშირი მშვიდობის პროექტი და სამართლიანი მიდგომებით არ ექნებათ ურთიერთობა კანდიდატ ქვეყნებთან, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებს ევრო სკეპტიციზმს და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შემცირდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.