მაკრონმა ზელენსკი ღირსების ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა და შესაძლოა, ჯილდო პუტინს ჩამოართვას
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი – ღირსების ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ამავე ჯილდოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჩამოართმევს.
პუტინმა ჯილდო 2006 წლის სექტემბერში საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტისგან, ჟაკ შირაკისგან მიიღო.
მაკრონმა ჯილდოს ჩამორთმევის საკითხს „სიმბოლური, მაგრამ მნიშვნელოვანი“ უწოდა.
“არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ დღეს მე არ მაქვს ასეთი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილებები სავსეა მრავალი მნიშვნელობით და ვფიქრობ, რომ მათი მიღებისთვის შესაფერისი მომენტი უნდა შეირჩეს”, – თქვა მაკრონმა.