“უნგრეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს” – უნგრეთის მთავრობის სპიკერი

უნგრეთი გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის შემდეგ.

კოვაჩმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ორბანი და ზელენსკი ერთმანეთს ხელს ართმევენ.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. უნგრეთი მშვიდობის ბანაკს ეკუთვნის“, – ციტირებს კოვაჩი ორბანის სიტყვებს შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები