ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი და მისი რეგიონი დაბომბეს.

რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

“ყურადღება! ხარკოვისა და რეგიონის მაცხოვრებლებო, ოკუპანტი ისევ გვიტევს! ნუ უგულებელყოფთ განგაშის ხმას. დარჩით თავშესაფრებში!” – დაწერა მან.

დაბომბვის შედეგად, ხარკოვის ზოგიერთი რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წინასწარი მონაცემებით, რეგიონი S-300 რაკეტებით დაბომბეს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ოკუპანტებს იერიში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიაქვთ. მისი ინფორმაციით, მოსალოდნელია წყლისა და სითბოს მიწოდების შეფერხება.

დაშავებულთა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები